TSC STUDENT PORTAL | სტუდენტური პორტალი
სარეგისტრაციო, სასწავლო და საქმის წარმოების პროცედურების ინსტრუქცია
Სარეგისტრაციო პროცედურები
- აპლიკანტი ავსებს სასწავლო პორტალზე გამოცხადებულ პროგრამაზე მიღების სარეგისტრაციო განაცხადს;
- სარეგისტრაციო განაცხადის დადასტურების შემთხვევაში ხდება სასწავლო პორტალის ანგარიშების გახსნა, მომხმარებლისა და პაროლის გაგზავნა.
- შიდა წვდომის შემდგომ გზამკვლევის გვერდზე (სადაც მოცემულია ტექსტური ინსტრუქციები) აპლიკანტი ეცნობა ინფორმაციას გასავლელი ნაბიჯების შესახებ.
- ინიშნება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც აპლიკატისთვის ხდება ინფორმაციის მიწოდება პროგრამის, გასავლელი ეტაპებისა და გასაწევი მომსახურეობის შესახებ.
- ინიშნება მისაღები გამოცდის ტესტური ნაწილი საგამოცდო ცენტრის დაკვირვებით.
- მინიმალური კომპეტენციის დადასტურების შემდეგ და მიღებული შედეგების მიხედვით ხდება აპლიკანტის სტატუსის ცვლილება და მოეთხოვება ფინანსური დავალიანების დაფარვა სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
- ფინანსური დავალიანების დაფარვის შემდეგ ინიშნება საორიენტაციო შეხვედრა, სადაც ხდება კურსების მიხედვით სასწავლო სილაბუსის გაცნობა.
- სტუდენტი ერთვება სასწავლო პროცესში და ასრულებს სილაბუსით განსაზღვრულ აქტივობებს დადგენილი სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
საქმის წარმოება დოკუმენტების გამოთხოვისა და მიწოდების ნაწილში (შწ N16);
დოკუმენტების გამოთხოვა და მიწოდება შესაძლებელია შემდეგი ფორმებით;
- სტუდენტი შედის სტუდენტურ