ადმინისტრაციული რეგისტრაცია მენეჯმენტის პროგრამაზე 2023-2024 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის ცხადდება ორ ეტაპად:

  1. ადრეული/სტანდარტული რეგისტრაცია;
  2. გვიანეული რეგისტრაცია;

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ინგლისური ენის საბაზისო  დონის,  კომპიუტერული და ზოგადი უნარების ფლობა;

The admission season for the Autumn-Winter Season 2023-2023 year is being announced, and is held in two waves:  1. Early admissions and 2. Late admissions

  1. Early Admissions
  2. Late Admissions

Once you register, you will be asked to fill in an application form and upload scanned documents from previously attended educational programs. (For Example: ID CARD, School Certificate etc.)

IMPORTANT REMINDER: you will be able to edit your application at any time before the deadline. After the deadline, you will no longer be able to access the information you have entered, nor will you be able to submit an application – all your data will be gone. If you plan to submit an application for Autumn-Winter 2023-2024, please make sure to plan accordingly.

პროგრამაზე რეგისტრაციის პროცედურები: 

⇛  პროგრამით დაინტერესებული პირი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, სადაც უთითებს პერსონალურ მონაცემებს, განათლების შესახებ ინფორმაციას და ტვირთავს მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს.
✎  სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ ინფორმაცია იგზავნება ადმინისტრაციულ და ტექნიკურ დეპარტამენტში, მონაცემების დამუშავებისა და გადამოწმების მიზნით;
✎ მონაცემების გადამოწმების შემდეგ დაინტერსებულ პირს ენიჭება აპლიკანტის სტატუსი;
✎ აპლიკანტისთვის სისტემური წვდომისა და სასწავლო ანგარიშების გასახსნელად ინფორმაცია ეგზავნება ტექნიკურ გუნდს;
✎ აპლიკანტს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურ ნომერზე, სადაც მოცემული იქნება სასწავლო ელფოსტა (პორტალზე შესასვლელად) და პაროლი.
გაითვალისწინეთ, სასწავლო პორტალსა და სასწავლო ანგარიშებზე შესასვლელად უნდა გამოიყენოთ სასწავლო/კორპორატიული ელფოსტა და პაროლი, რომელსაც მიიღებთ შეტყობინების სახით.
✎ აპლიკანტი ვალდებულია შეამოწომოს სასწავლო პორტალის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული შეტყობინებები და მიჰყვეს “გზამკლევში” მოცემულ ინსტრუქციებსა და ნაბიჯებს.
✎ გთხოვთ, გაითვალისწინოთ,
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის აცილებელია კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა;
✎ აპლიკანტს მოეთხოვება პროგრამაზე მისაღებად გაიაროს მისაღები პროცედურები.
      ✎ დაწეროს მისაღები გამოცდა, საგამოცდო ცენტრის დაკვირვების ქვეშ;
              ✎ მისაღებ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21 %-ია და მოქმედებს სარეიტინგულო სისტემის პრინციპი, შესაძლოა კონკურსში მონაწილეობის სარეიტინგული ქულა უფრო მაღალი აღმოჩნდეს;
     ✎ დაფაროს ფინანსური დავალიანება;
               ✎ თუ აპლიკანტი მისაღებ გამოცდაზე მიიღებს 81% -ზე მაღალ შეფასებას მაშინ ისარგებლებს 50 ₾-იანი შეღავათით;
      ✎ პროგრამის თითოეული ნაწილის  სწავლის საფასური შეადგენს 750 ₾; 
           შენიშვნა: სხვაგვარი შეღავათი არ არის გათვალისწინებული;

✎ აღდგენების შემთხვევაში მოქმედებს განსხვავებული პროცედურები, დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია პირად კაბინეტში.
თუ არ გახსოვთ მომხმარებელი და პაროლი აღადგინეთ ის ან შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, რომლითაც განახლდება თქვენი ინფორმაცია სისტემურად. განაცხადის დადასტურების შემდეგ გადაირთვებით აღდგენის სტატუსის ეტაპზე.
გაითვალისწინეთ, აღდგენის ვადები განსაზღვრულია და შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს განაცხადი. დეტალებისთვის მიმართეთ სასწავლო ოფისს.

error: Content is protected !!