Educational Portal
სარეგისტრაციო სისტემა

   მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ცხადდება ორ ეტაპად:

  1. ადრეული/სტანდარტული რეგისტრაცია;
  2. გვიანეული რეგისტრაცია;

 პროგრამაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ინგლისური ენის საბაზისო დონის,  კომპიუტერული და ზოგადი უნარების ფლობა;

 პროგრამაზე რეგისტრაციის პროცედურები: 

➤ პროგრამით დაინტერესებული პირი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, სადაც უთითებს პერსონალურ მონაცემებს, განათლების შესახებ ინფორმაციას, ტვირთავს მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს და ახორციელებს იდენტიფიკაციის პროცესს.
➤ სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ ინფორმაცია იგზავნება ადმინისტრაციულ დეპარტამენტში მონაცემების დამუშავებისა და გადამოწმების მიზნით;
➤ მონაცემების გადამოწმების შემდეგ განმცხადებელს ენიჭება აპლიკანტის სტატუსი;
➤ აპლიკანტისთვის სისტემური წვდომისა და სასწავლო ანგარიშების გასახსნელად ინფორმაცია იგზავნება ტექნიკურ გუნდთან;
➤ ტექნიკური გუნდის მიერ აპლიკანტს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურ ნომერზე, სადაც მოცემულია პორტალზე შესასვლელი სასწავლო ელფოსტა და პაროლი. 
გაითვალისწინეთ, სასწავლო პორტალსა და სასწავლო ანგარიშებში შესასვლელად უნდა გამოიყენოთ სასწავლო/კორპორატიული ელფოსტა და პაროლი, რომელსაც მიიღებთ შეტყობინების სახით მობილურ ნომერზე.
➤ აპლიკანტი ვალდებულია შეამოწმოს სასწავლო პორტალის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული შეტყობინებები და მიჰყვეს “გზამკლევში” მოცემულ ინსტრუქციებსა და ნაბიჯებს. 

➤ აპლიკანტს მოეთხოვება პროგრამაზე მისაღებად გაიაროს მისაღები პროცედურები:
      ❱ დაწეროს მისაღები გამოცდა საგამოცდო ცენტრის დაკვირვების ქვეშ. მისაღებ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21 %-ია და მოქმედებს სარეიტინგო ქულის (კონკურსის) პრინციპი (სარეიტინგო ქულა – უპირატესობა ენიჭება იმ აპლიკანტს, რომელიც უფრო მაღალ შეფასებას მოიპოვებს მისაღებ გამოცდაზე);
      ❱ დაფაროს სწავლის საფასურის დავალიანება; 

➤ სწავლის საფასურის ოდენობა და განსაზღვრის წესი: 
     2024 წლის 1 იანვრიდან 2024-2025 სასწავლო წლის პროგრამებზე პირველი ნაწილის სწავლის საფასური განისაზღვრება 1000 ₾-ით.
     სწავლის საფასურის დაფარვა:
     აუცილებელია სწავლის დაწყებამდე დაიფაროს პროგრამის სრული საფასურის 30%-ი (300 ლარი), ხოლო დარჩენილი ნაწილი (700 ₾) პირველი ნაწილის სასწავლო პროცესის განმავლობაში.
     ❱ თუ აპლიკანტი მისაღებ გამოცდაზე მიიღებს 81% -ზე მაღალ შეფასებას მაშინ ისარგებლებს დამატებით 50 ₾-იანი შეღავათით;

    ❱ სწავლის საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20 %-იანი ფასდაკლება.

შენიშვნა: სხვაგვარი შეღავათი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა არ არის გათვალისწინებული.

  • აპლიკანტი/მსმენელი ვალდებულია ადმინისტრაციული წესით დადგენილი ვადებში გადაიხადოს სწავლის საფასური.
  • სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • გადახდილი სწავლის საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება;
  •  

        ✎ ➣ პროგრამაზე აღდგენის სტატუსის შემთხვევაში მოქმედებს განსხვავებული ადმინისტრაციული პროცედურები. პერსონალური მონაცემების განახლებისთვის რეკომენდირებულია სარეგისტრაციო პროცედურების გავლა. სისტემური განახლების შემდეგ გამოგეგზავნებათ მომხმარებელი და პაროლი. სისტემაში შესვლის შემდეგ გაეცანით საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ შეტყობინებებს და შეასრულეთ გზამკვლევში მოცემული ნაბიჯები.

Language | ენა
error: Content is protected !!